საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თარიღი: 16/09/2021

ბრძანების N::

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს

სხდომის ოქმი N 10

16. 09. 2021

განსახილველი საკითხები:

  1. დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული მულტილინგვური საბაკალავრო/სამაგისტრო 300-კრედიტიანი პროგრამა -  დაემატოს 5 კრედიტიანი არჩევითი კურსი: „დებატების ტექნიკის გამოყენება სწავლებაში“;
  2. დამატებითი  პროგრამა  -პედაგოგიკა - დაემატოს არჩევითი 5-კრედიტიანი კურსები: (1) „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“ და (2) „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“;
  3. სადოქტორო პროგრამა - განათლების მეცნიერებები - პროგრამის არჩევით კურსებს დაემატოს აჩევითი 5-კრედიტიანი სასწავლო საგანი:„საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა და შეფასება“;
  4. საბაკალავრო პროგრამა - ფსიქოლოგია. სასწავლო კურსში - ჯამრთელობის ფსიქოლოგიის საფუძვლები, შედის შემდეგი ცვლილებები: ა) სასემინარო აქტივობის 30 ქულის მაგივრად იქნება 20 ქულა; ბ) სილაბუსით გათვალისწინებული პრეზენტაცია ჩანაცვლდეს რეფერატით; გ) რეფერატის შრფასება 10 ქულის ნაცვლად იქნება 20;
  5. საბაკალავრო პროგრამა - ფსიქოლოგია. სასწავლო კურსში - განწყობის ფსიქოლოგია 1 შედის შემდეგი ცვლილებები: ა)2 შუალედური გამოცდის ნაცვლად იქნება 1 შუალედური გამოცდა; ბ) გამოცდა ჩატარდება ტესტის ფორმატით;
  6. მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარის დამტკიცება;
  7. ფილოსოფია-ფსიქოლოგიის  ფაკულტეტის  1989  წლის კურსდამთავრებულ ქეთევან ჩიქვინიძის დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა და მინიჭებული აკადემიური ხარისხის და სპეციალობის დაზუსტება.

ფაკულტეტის საბჭოს სხდომა გაიმართა ელექტრონულად.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალები წინასწარ გაეგზავნათ საბჭოს წევრებს.

ელექტრონულ კენჭის ყრაში მონაწილეობა მიიღეს:

საბჭოს თავჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე

ფაკულტეტის საბჭოს წევრები :

ფსიქოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორები :

ლალი სურმანიძე, მზია წერეთელი, ვახტანგ ნადარეიშვილი.

ასოცირებული პროფესორები:

მანანა მელიქიშვილი, ირინე ჟვანია, მაია მესტვირიშვილი, ეკატერინე ფირცხალავა, ლუიზა არუთინოვა, ხათუნა მარწყვიშვილი,  ანასტასია ქიტიაშვილი, თამარ აბაშიძე,  ია აფთარაშვილი, ლილი ხეჩუაშვილი, მედეა დესპოტაშვილი, ნინო ლაბარტყავა, შორენა მამუკაძე,

ასისტენტ პროფესორები:

თეონა ლოდია

განათლების მეცნიერებათა სასწავლო-სამეცნიერო დეპარტამენტი:

პროფესორი: ქეთევან ჭკუასელი

ასოცირებული პროფესორი :

ზაქარია ქიტიაშვილი, რუსო სანაძე, იზაბელა პეტრიაშვილი.

სტუდენტები:

კენჭისყრაში სულ მონაწილეობდა 21 წევრი.

განიხილეს შემდეგი საკითხები:

1. ფაკულტეტის საბჭოს მდივანმა ირინე ჟვანიამ საბწოს წარუდგინა პირველი საკითხი, რომელიც ეხებოდა დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული მულტილინგვური საბაკალავრო/სამაგისტრო 300-კრედიტიანი პროგრამისათვის 5 კრედიტიანი არჩევითი კურსის - „დებატების ტექნიკის გამოყენება სწავლებაში“ - დამატებას. ხარისხის მართვის სამსახურის უფროსმა მანანა მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ კურსის სილაბუსი განხილულია და რომ ის აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული მულტილინგვური საბაკალავრო/სამაგისტრო 300-კრედიტიანი პროგრამას დაემატოს  5 კრედიტიანი არჩევითი კურსი - „დებატების ტექნიკის გამოყენება სწავლებაში“.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავიშეიკავა: 0

დაადგინეს: დაემატოს  5 კრედიტიანი არჩევითი კურსი - „დებატების ტექნიკის გამოყენება სწავლებაში“ - მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული მულტილინგვური საბაკალავრო/სამაგისტრო 300-კრედიტიანი პროგრამას.

2.საბჭოს წარუდგინეს ორი ახალი 5 კრედიტიანი არჩევითი კურსი: (1) „დასწავლისუნარისდარღვევისმქონემოსწავლეთასწავლებისმეთოდოლოგია“ და (2) „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“, რომელიც უნდა დაემატოს დამატებითისპროგრამას  - პედაგოგიკა. აღნიშნული კურსები შემუშავდა ერაზმუს+ პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“  ფარგლებში.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

დამატებით პროგრამას  - პედაგოგიკას - დაემატოს  ორი 5 კრედიტიანი არჩევითი კურსი - (1) „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“ და (2) „აუტიზმის სპექტრის მქონემოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დაემატოს ორი 5 კრედიტიანი არჩევითი კურსი - (1) „დასწავლის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდოლოგია“ და (2) „აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებთან მუშაობა სკოლაში“ - დამატებით პროგრამას  - პედაგოგიკას.

3. ფაკულტეტის საბჭომ, ასევე, განიხილა სადოქტორო პროგრამისათვის - „განათლების მეცნიერებები“ - არჩევითი 5-კრედიტიანი კურსის - „საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა და შეფასება“ - დამატების საკითხი.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

სადოქტორო პროგრამას - „განათლების მეცნიერებები“ - დაემატოს არჩევითი   5 - კრედიტიანი კურსი - „საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა და შეფასება“.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დაემატოს სადოქტორო პროგრამას - „განათლების მეცნიერებები“ - არჩევითი  5 -კრედიტიანი კურსი - „საგანმანათლებლო პროგრამის შექმნა და შეფასება“.

4. ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარედგინა შემდეგი საკითხი, რომელიც ეხებოდასასწავლო კურსში - ჯამრთელობის ფსიქოლოგიის საფუძვლები (პროგრამა - ფსიქოლოგია) - ცვილებებს.  აღნიშნული ცვლილებების გულისხმობს: ა) სასემინარო აქტივობის 30 ქულაშეიცვალოს 20 ქულით; ბ) სილაბუსით გათვალისწინებული პრეზენტაცია ჩანაცვლდეს რეფერატით; გ) რეფერატის 10 ქულიანი შეფასება შეიცვალოს 20 ქულიანი შეფასებით.

საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ ცვლილებებს.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: სასწავლო კურსში -„ ჯამრთელობის ფსიქოლოგიის საფუძვლები“ - შევიდეს შემდეგი ცვლილებები:  ა) სასემინარო აქტივობის 30 ქულა შეიცვალოს 20 ქულით; ბ) სილაბუსით გათვალისწინებული პრეზენტაცია ჩანაცვლდეს რეფერატით; გ) რეფერატის შეფასება 10 ქულა შეიცვალოს 20 ქულიანი შფასებით.

5. ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარედგინა შემდეგი საკითხი, რომელიც ეხებოდა სასწავლო კურსში - განწყობის ფსიქოლოგია 1 ცვლილებას.  შედის შემდეგი ცვლილებები:

ა) 2 შუალედური გამოცდის ნაცვლად იქნება 1 შუალედური გამოცდა;

ბ) გამოცდა ჩატარდება ტესტის ფორმატით;

საბჭომ კენჭი უყარა აღნიშნულ ცვლილებებს.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: სასწავლო კურსში -„განწყობის ფსიქოლოგია 1“ - შევიდეს  ცვლილებები.

6. მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარის დამტკიცება.

ფაკულტეტის საბჭომ განიხილა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  დაფინანსებულია ადგილების რაოდენობაზე ინფორმაცია.

საბჭომ კენჭი უყარა დაფინანსებული ადგილების განაწილებას:

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: დამტკიცდეს მასწავლებელტა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 2021-2022 სასწავლო წლის ანკეტა-კითხვარი.

7. ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 1989 წლის კურსდამთავრებულ ქეთევან ჩიქვინიძის დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნა და მინიჭებული აკადემიური ხარისხის და სპეციალობის დაზუსტება

ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტიდან შემოსულია წერილი (N15914/10 17/08/2021), რომელშიც ითხოვენ თსუ ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 1989წლის კურსდამთავრებულ ქეთევან ჩიქვინიძის განცხადებასთან დაკავშირებით დიპლომის ფორმისთვის განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების შექმნას და მინიჭებული აკადემიური ხარისხის და სპეციალობის დაზუსტებას.

ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და დადგინდა, რომ ქეთევან ოთარის ასული წურწუმია (ამჟამად ჩიქვინიძე) 1983 წელს (ბრძ. N4/583,25.08.1983წ.) ჩაირიცხა თბილისის შრომის წითელი დროშის ორდენოსანი სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დღის განყოფილების ფსიქოლოგიის სპეციალობაზე.

1989 წელს (ბრძ.N4/748,19.09.1989წ.) თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დღის განყოფილების  კურსდამთავრებულ ქეთევან ოთარის ასულ წურწუმიას (შარშანდელი კურსმოსმენილი)  მიენიჭა კვალიფიკაცია - ფსიქოლოგი, სპეციალობა - ფსიქოლოგი, სპეციალიზაცია-შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია.

ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 1989 წლის (თარიღი არ ფიქსირდება)   ივნისის სხდომის (ოქმი უნომრო) გადაწყვეტილებით ფსიქოლოგიის  განყოფილების(ძველი) კურსდამთავრებულ ქეთევან ოთარის ასულ ჩიქვინიძეს (წურწუმია) მიენიჭა კვალიფიკაცია ფსიქოლოგი, სპეციალობით   - შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალიზაციით.

საქმის წარმოებისას აგრეთვე გამოირკვა, რომ 1989 წელს აღნიშნული ბრძანებით (სპეციალობით შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია) საგანმანათლებლო პროგრამა ქეთევან ჩიქვინიძესთან ერთად დაასრულა კიდევ ხუთმა სტუდენტმა (ბრძანებაN4/748,19.09.1989წ. აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ), მათ პირად საქმეებში არსებული დოკუმენტაციით და დიპლომების გაცემის სარეგისტრაციო ჟურნალით დასტურდება მათი სწავლების ფაქტი ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. 

წარმოგიდგენთ ზემოაღნიშნულ კურსდამთავრებულთა სიას :

„მიენიჭოს სათანადო კვალიფიკაცია და მიეცეს შესაბამისი დიპლომი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დღის განყოფილების კურსდამთავრებულთ. კვალიფიკაცია - ფსიქოლოგი, სპეციალობა - ფსიქოლოგი, სპეციალიზაცია - შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია.

დიპლომი ჩვეულებრივი

ნადარაია მარინა ელიზბარის ასული

ფურცელაძე მანანა ლეონიდეს ასული

ჩხეტიანი ლია რუბენის ასული

ჭიჭინაძე სოფიკო კონსტანტინეს ასული

ჯაფარიძე თამარ ჯუღუს ასული

ჩიქვინიძე ქეთევან ოთარის ასული (შარშანდელი კურსმოსმენილი)

ვინაიდან, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ დგინდება ქეთევან ჩიქვინიძის სახელზე გასაცემი ახალი დიპლომის ფორმისათვის სავალდებულო მონაცემები, ფაკულტეტმა უნდა განსაზღვროს აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ოქმის ნომერი, თარიღი და დააზუსტოს  ქეთევან ჩიქვინიძის სპეციალობა და აკადემიური ხარისხი რექტორის N4/748,19.09.1989წ. ბრძანებაზე დაყრდნობით.

მაშასადამე ფაკულტეტის საბჭომ უნდა შეიტანოს შესწორება ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 1989 წლის სახელმწიფო საგამოცდო კომისიისივნისის სხდომის (თარიღი არ ფიქსირდება) ოქმში (სპეციალობა შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია) და მინიჭებული კვალიფიკაცია უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კვალიფიკაცია - ფსიქოლოგი, სპეციალობა-შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია. ოქმის  ნომრად პირობითად განისაზღვროს ქეთევან ჩიქვინიძის კვალიფიკაციის მინიჭების ბძანების ნომერი, რომელსაც წილადის შემდეგ დაემატება ასო „პ“ (4/პ) ნომრის პირობითობის აღსანიშნავად და თარიღად ამავე ბრძანების თარიღი (19.09.1989) ზემოაღნიშნული პირობა  გავრცელდება  ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდება ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

საბჭომ კენჭი უყარა წინადადებას:

განისაზღვროს და დაზუსტდეს ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის 1989 წლის კურსდამთავრებულ ქეთევან ჩიქვინიძის აკადემიური ხარისხი და სპეციალობა.

მომხრე: 21

წინააღმდეგი: 0

თავი შეიკავა: 0

დაადგინეს: ფსიქოლოგიის   ფაკულტეტის  შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის სპეციალობის 1989  წლის კურსდამთავრებულთა, მათ შორის ქეთევან ჩიქვინიძის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების (ოქმის) ნომრად განისაზღვროს 4/პ, თარიღად 19.09.1989, ხოლო კვალიფიკაცია უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კვალიფიკაცია - ფსიქოლოგი, სპეციალობა - შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგია.

ზემოაღნიშნული პირობა  გავრცელდება  ბრძანებაში მითითებულ ყველა კურსდამთავრებულზე და მათ დიპლომებში ცვლილება განხორციელდეს ინდივიდუალურად მომართვის შემთხვევაში.

საბჭოს თავმჯდომარე: პროფესორი თამარ გაგოშიძე                   

საბჭოს მდივანი: ასოცირებული პროფესორი ირინე ჟვანია